ენერგეტიკის მინისტრი ბუნებრივ აირზე ფასის მატებას არ გამორიცხავს
15:35 / 10.03.2017
არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს - ეს განცხადება
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ბუნებრივი აირის ფასის შესაძლო
მატებაზე საუბრისას გააკეთა.
კალაძე განმარტავს, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის სრული იმპორტირება
ხდება, ფასი კი ვალუტის კურსზეა დამოკიდებული.
მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივ აირზე ფასის
მატება მოხდება, შესაძლოა მთავრობამ სუბსიდირებას მიმართოს.
გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის
გადახედვის მოთხოვნის სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების
საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
დღეს მოქმედი ტარიფის მიხედვით, ფიზიკური პირები 1 კუბურ მეტრ
ბუნებრივ აირში 45,6196 თეთრს იხდიან, იურიდიული პირები - 75
თეთრს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.