ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულომ ბაკურიანის განაშენიანების გეგმის პირველი ეტაპის სამუშაოები დაამტკიცა
დღეს ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს ბაკურიანის და მიტარბის ტერიტორიებზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები გააცნეს.
აღნიშნულ პროექტს რამდენიმე კომპანია პარალელურად ახორციელებს, სამთვიანი მუშაობის შედეგების და არსებული პრობლემების შესახებ დეპუტატებმა დღეს კითხვები დასვეს და სამომავლოდ გეგმის დამტკიცების ვადების დაჩქარებაზე ისაუბრეს.


Print