საზოგადოება
მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა რუსთაველის ქუჩაზე
2 ადგილზე დაზიანებული საკანალიზაციო ჭა, უსიამოვნო სუნი და ანტისანიტარია - ეს რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ საკანალიზაციო ჭებზე დამცავი ლუქები განთავსებული არ არის რაც გადაადგილების დროს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით კი პრობლემა მომავალი კვირის ბოლომდე მოგვარდება.

Print