საზოგადოება
სოფელ საროში ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები აღდგება
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში იმ მესხური დარბაზების რეაბილიტაცია დაიწყება, სადაც ადგილობრივები 50 წლის წინ ცხოვრობდნენ. პირველ რიგში გათვალისწინებულია ასპანიძე-ფანასკერტელების საგვარეულო დარბაზის აღდგენა. მთლიანობაში განახლდება 60-მდე სახლი. სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ფონდში აღნიშნულ თემაზე კომანტარს ამ ეტაპზე ვერ აკეთებენ.
Print