ახალი ამბები
რა მიზეზით არ უშვებდნენ ტელეკომპანია "ბორჯომის" ჟურნალისტებს ბორჯომის პარკში
დღეს ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში რეპორტაჟის გადასაღებად მისული ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი პარკში არ შეგვიშვეს.
დაცვამ პარკის დირექტორის დანაბარები გადმოგვცა და პარკში შესასვლელად ბორჯომის გამგებლისგან ნებართვის აღება გვთხოვა







პარკის ტერიტორიიის დატოვებას ვაპირებდით, რომ ისევ დაცვის თანამშრომელი დაგვეწია და გვითხრა რომ პარკის დირექტორმა გადაიფიქრა და პარკში შესვლის ნება მოგვცა.


პარკის დირექტორი  ვლადიმერ  გელაშვილი

პარკში ერთი მიზეზით მივდიოდით, ტერიტორიაზე მშენებარე ყვავილების სათბური უნდა გადაგვეღო. სათბურში ყვავილების ჩითილების გამოყვანა მოხდება.  გახარებული მცენარეები პარკის ტერიტორიაზე დაირგვება.



მშენებარე სათბური 

პარკის დირექტორი რომ კომენტარს არ გააკეთებდა ეს უკვე ვიცოდით, რადგან შესვლამდე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. 


ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი 

გამგებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დავუკავშირდით იმის გასარკვევად, რატომ გვჭირდება გამგებლის ნებართვა პარკში შესასვლელად. გამგებელმა კომენტარი არ გააკეთა და მომხდარს "გაუგებრობა" უწოდა.


Print