საზოგადოება
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს 12:00 საათზე კენჭისყრაზე დადგება
პარლამენტი დღეს ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭისყრაზე დააყენებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, მოწვეულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

როგორც მოსალოდნელია, საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

17 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება.
Print