ახალი ამბები
საჯარო რეესტრში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის ახალი აპლიკაცია შეიქმნა
აპლიკაცია Geo-Jobs მისამართის შესახებ არსებული გეომონაცემების ელექტრონული რუკის სახით, დისტანციურად გამოყენების შესაძლებელობას იძლევა. მისი საშუალებით, მომხმარებლებს გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენება და მასზე დაყრდნობით, კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის ნახაზის შექმნის შეუძლიათ.
Geo-Jobs-ის ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. ისინი აპლიკაციას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების დროს გამოიყენებენ, რაც საჯარო რეესტრის გეომონაცემებზე წვდომის, რუკაზე კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნის, ინფორმაციის შექმნის, რედაქტირების, ქუჩის სახელდებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის დამისამართების ელექტრონულ პროგრამაში ასახვის საშუალებას იძლევა.
აპლიკაციის შექმნამდე მინიციპალიტეტები სახელდებისთვის საჯარო რეესტრიდან მიღებულ ორთოფოტოებზე, რეგისტრირებული მონაცემების ქაღალდის ვერსიებზე მუშაობდნენ. ელექტრონული აპლიკაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამუშაოების ადმინისტრირებას, გაამარტივებს გეომონაცემებთან მუშაობას, გაზრდის საქმიანობის ეფექტიანობას და სიზუსტეს, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და დროს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ. სახელდების პროცესში საჯარო რეესტრის გეოინფორმაციული სისტემები, ორთოფოტო მასალები, სამისამართო და რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები აქტიურად გამოიყენება. საქართველოს მთავრობის 2016 წელს N239 დადგენილების თანახმად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების პროცესის დროს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის საჯარო რეესტრის მისამართების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია სავალდებულოა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო სამისამართო რეესტრს 2011 წლიდან აწაროებს. საწყის ეტაპზე, სააგენტოს ძირითად ფუნქციას გეოგრაფიული ობიექტების, მათი ნაწილებისა და კომპლექსების დამისამართება, ერთიანი სამისამართო რეესტრის შექმნა და მისი წარმოება წარმოადგენდა. საჯარო რეესტრის ფუნქციები ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს იგი გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება მიენიჭება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს. დამისამართების სისტემის სრულყოფა აუმჯობესებს ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა. джокер казино
Print