საზოგადოება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაუქმდა
პროგრამა,რომლის მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა იყო წელს გაუქმდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა,რომელიც 8 წელია მოქმედებს 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აღარ არის.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსებას ხმარდებოდა.პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას კონკრეტული თანხა ჰქონდა გამოყოფილი და სოფლის კრება თავად იღებდა გადაწყვეტილებას თუ რა ტიპის პროექტის განხორციელება იქნებოდა პრიორიტეტული სოფელში.როგორ შეფასებას აძლევს მოსახლეობა მათი უშუალო ჩართულობით განხორციელებულ პროექტებს და რამდენად მნიშვნელოვნად თვლიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მხარდაჭერის პროგრამას,ნახეთ სიუჟეტში.
Print