ახალი ამბები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, დღეს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

დეპუტატებს "პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე 19 კანონის პროექტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა გააცნო.

ზვიად მიხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებულია: პენიტენციურ სისტემაში ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნა; უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის; სასჯელის ახალი სახის - შინაპტიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის; უვადოდ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შეცვლის რეგულაციების დახვეწა; დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირება. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში სამ წლამდე ასაკის შვილებთან ერთად მყოფ ქალ მსჯავრდებულებს, სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე დღეებში დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. გარდა ამისა, იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი, ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმი და სხვა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, შეთავაზებული ცვლილებების მიზანია პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, სისტემაში ადამიანის უფლებათა და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ირინა ფრუიძემ წარდგენილი ინიციატივები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს რესოციალიზაციასა და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრებას. ამასთან, მან და კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა კანონპროექტებით გათვალისწინებულ კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატვის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.