საზოგადოება
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სასწავლო ტური ბორჯომში

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ბორჯომში სასწავლო ტური მოეწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ე. წ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, (LAG) საქმიანობას გაეცნენ. სასწავლო ტურის ფარგლებში მათ ასევე მოინახულეს ევროკავშირისა და მერსი ქორფსის ხელშეწყობით განხორციელებული მცირე ინიციატივები, რომლებიც სოფლის განვითარებას ემსახურება.
ლაგოდეხი, ყაზბეგი და ბორჯომი საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც ამოქმედდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები. მსგავსი ჯგუფები ევროკავშირის მხარდაჭერით 2017 წელს კიდევ 5 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება.

 


Print