ახალი ამბები
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის ბოლომდე ამოქმედდება
პარლამენტი "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება, რომელიც მათ შორის მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებას გულისხმობს, დიდი ალბათობით, საგაზაფხული სესიის ფარგლებშივე მოხდება. ცვლილებების ამოქმედების კონკრეტული თარიღი არ სახელდება, თუმცა ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, შემოდგომიდან ამოქმედდება.

"სხვა ცვლილებებთან ერთად იგეგმება ქულების სისტემის შემოტანა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება. ამ სისტემით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, იგრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, გამკაცრდება ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზეც, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვეა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა).

"მკაცრდება კანონმდებლობა ქვეითების დასაცავად და ავტოტრანსპორტით ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების მიმართულებითაც", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულის გარდა, რეფორმა ითვალისწინებს ასევე უკონტაქტო პატრულირების დანერგვას, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია და სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი ექნება, პატრულირებას და ვიდეოდაჯარიმებას გულისხმობს. ასევე შემოდის მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების სისტემა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.