ახალი ამბები
"სილამაზის ხიდზე გადაადგილება სახიფათოა"- საკრებულოს დეპუტატი გამგეობას მიმართავს
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა დავით როკეტიშვილმა ე.წ "სილამაზის" ხიდის დაზიანებული ფეხით სავალი ნაწილის აღდგენა მოითხოვა. მისი განცხადებით ხიდზე გადაადგილება ადგილობრივებისთვის საფრთხის შემცველია.დავით როკეტიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხით დაინტერესება  გამგეობას არაერთხელ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.საკრებულოს დეპუტატს გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე პასუხობს ,მისი განცხადებით  სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან არსებული პრობლემის მოგვარებას გამგეობა სამართლებრივი გზით ცდილობს.ხარვეზის აღმოფხვრამდე ანზორ სვანიძე  მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ხიდზე მანიშნებლების განთავსებას გეგმავს.
Print