საზოგადოება
ბრაკონიერების ვინაობა უცნობია - ეროვნული პარკის ადმინისტრაცია შესაბამის ორგანოებს მიმართავს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, ბრაკონიერებს მსგავსი ქმედებისგან თავის შეკავებას ურჩევს. ადმინისტრაციის დირექტორის - ლევან თაბუნიძის განცხადებით, ფაქტის მოკლვლევის მიზნით ისინი შესაბამის ორგანოებს მიმართავენ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაჭრილ შველს, ვეტერინარმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია, რაც შეეხება ბრაკონიერებს, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათი ვინაობა იდენტიფიცირებული ამ დრომდე არ არის. შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მათ მალევე მოახერხეს.

შეგახსენებთ, ბრაკონიერობის შემთხვევა დღეს, ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის პირველ ნახევარში დაფიქსირდა. დაჭრილი შველი, ნაკრძალის უფროსმა რეინჯერმა - რევაზ ქიმაძემ იპოვნა. მისი განცხადებით, ის ტყეში სავალდებულო შემოწმებას ახორციელებდა, რა დროსაც ორი ბრაკონიერის კვალი შენიშნა. ქიმაძის განმარტებით, შველი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი.
Print