ახალი ამბები
შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ახალი დირექტორი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი - ნიკა გელაშვილი წარუდგინა. გიორგი მღებრიშვილმა ნიკა გელაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა.

"მომსახურების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული დანაყოფია, რომელიც აგერ უკვე მრავალი წელია, ხარისხიან მომსახურებას უწევს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. თუმცა, ნებისმიერ სისტემას სჭირდება განახლება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თანამდებობას კარგად გაართმევთ თავს და საზოგადოებას ბევრ სიახლეს შესთავაზებთ. მინდა აღვნიშნო, რომ 2017 წელი მომსახურების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება. წელს ამოქმედდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქში გატანის პროექტი, რომელიც ძალიან ფრთხილ მიდგომას და დიდ შრომას მოითხოვს. უნდა გაითვალისწინოთ და გათვალოთ ყველა ნიუანსი, მოსალოდნელი რისკები და შედეგები. მე, ჩემი მხრივ, სრულ მხარდაჭერას აღგითქვამთ," - მიმართა ნიკა გელაშვილს გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრმა მომსახურების სააგენტოს ყოფილ დირექტორს, სასაზღვრო პოლიციის უფროსს - დათო ნიკოლეიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.