ახალი ამბები
გიორგი მღებრიშვილი „ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი "ბრითიშ პეტროლიუმის" (BP) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და "BP-საქართველოს" გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენების უსაფრთხოების საკითხები, რისკების კონტროლისა და რეაგირების მექანიზმები განიხილეს.

საქართველოს მთავრობასა და BP-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის და სუფსის ტერმინალზე განთავსებული მისი კუთვნილი ობიექტების უშიშროების უზრუნველყოფის თაობაზე" და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისთვის უშიშროების აღჭურვილობის, ობიექტების და ოპერირების დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ".

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

"BP-საქართველოს" გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს შს სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.