ახალი ამბები
დღეს ისტორიული დღეა – გიორგი კვირიკაშვილი

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა - ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას.

დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება საქართველოსადმი ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა.
დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლოდ და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება საქართველოს მიმართ იმ პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერისა, რომლებიც არიან ევროპარლამენტში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ევროპარლამენტარს, რომლებიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, ვინაიდან დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ასევე, მინდა, უდიდესი მადლობა ვუთხრა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მონაწილეობდა ამ დიდი წარმატების შენებაში. მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტს და ყველას, ვინც ძალიან შრომატევად პროცესში მიიღო მონაწილეობა.
დღეს, მართლაც, დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის! დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დასტური იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგსა და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას.
ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მინდა, მათაც მივულოცო ეს უდიდესი წარმატება!
დღევანდელი წარმატება არის შედეგი წლების განმავლობაში გაწეული შრომისა. ეს შრომა დღეს არ დასრულებულა და ჩვენ წინ კიდევ ძალიან დიდი გზა გველის დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი. და უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების შენებას.
ასე რომ, გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს არის თითოეული ჩვენგანის დიდი წარმატება.
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი



 


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.