ახალი ამბები
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტები სმს მომსახურებით ისარგებლებენ
აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-მ ახალი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი დანერგა. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს მობილური ტელეფონით მიიღოს ინფორმაცია დავალიანების ოდენობის შესახებ, მას შეუძლია გამოგზავნოს სმს ნომერზე 91573, სადაც უნდა ჩაწეროს ციფრი 3. სმს მომსახურებას აბონენტები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მიმართავენ კომპანიას მომსახურების ცენტრებში ან დაუკავშირდებიან ცხელ ხაზს (0322471707) და დააფიქსირებენ სურვილს ან კომპანიის საიტზე (www.energo-pro.ge) აბონენტებისთვის განკუთვნილ გვერდზე (http://my.energo-pro.ge/ow/#/login) გაივლიან რეგისტრაციას. გარდა ამისა, აბონენტებს ექნებათ საშუალება სმს-ით სხვა მომსახურების შესახებაც მიიღონ ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს კიდევ ერთხელ გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც მოცემული იყო მისთვის ბოლოს გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, მან მითითებულ ნომერზე ტექსტში უნდა ჩაწეროს ციფრი 1. თუ სმს-ის ტექსტში აბონენტი ჩაწერს ციფრს 2 და ამავე დროს მიუთითებს იმ მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც სურს კომპანიის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება, მაშინ სისტემაში ძველი ნომერი შეიცვლება ახლით და მომავალში აბონენტს ახალ ნომერზე მიუვა ტექსტური შეტყობინებები.

აბონენტთა მომსახურების კუთხით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში აგრეთვე ფუნქციონირებს ქოლ ცენტრიც. ქოლ ცენტრი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. აბონენტს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის აბონენტთა მომსახურების სამსახურს და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ქოლ ცენტრის ნომერია: 0322471707. გარდა ამისა, აბონენტებს შეუძლიათ ინფოირმაცია მიიღონ კომპანიის სოციალურ გვერდზე და ელ-მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
Print