ახალი ამბები
ბორჯომელი მრევლის პასუხი დეკანოზ თამაზ (ლომიძეს)
ბორჯომელი მრევლი გერმანიის ეპარქიის ერთ-ერთი დეკანოზის თამაზ (ლომიძის) გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და მშვიდობიანი პროტესტისთვის ემზადება.


დეკანოზის მიერ სოციელური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანიისა და ავსტრიის სამღვდელოება და მრევლი ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმე (ჯოჯუას) დანიშვნის გამო პროტესტს გამოთქვამს.

ამის პასუხად ასევე სოციალური ქსელის საშუალებით ბორჯომელი მრევლი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ტექსტი:
"ბორჯომის საზოგადოების და მრევლის განცხადება!
ქალაქ ბორჯომის მოსახლეობა, საზოგადოება, სასულიერო და სამონაზვნო დასის უმრავლესობა შეშფოთებულია მამა თამაზ ლომიძის განცხადებით.
ჩვენში გამოიწვია აღშფოთება - დეკანოზი თამაზის (ლომიძე), არქიმანდრიტი ისეს (გელაშვილი) და არქიმანდრიტი იოანეს (სილაგაძე) განცახდებამ, რომლებიც სოციალური ქსელში აცხადებენ, რომ ბორჯომის მრევლმა და საზოგადოებამ მეუფე სერაფიმე გამოაძევა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან. ჩვენთვის საინტერესოა, თუ ეს ცრუ ინფორმაცია ვისგან მიიღეს ზემოთ ხსენებულმა მოძღვრებმა?! მათ მიერ გავრცელებულმა განცხადებამ ბორჯომის მოსახლეობას შეურაცყოფა მიაყენა.
ჩვენ, დედა ეკლესიის ერთგული მრევლი და საზოგადოება ვიკრიბებით მეუფე სერაფიმესა და ბორჯომის საზოგადოების ღირსების დასაცავად!
ჩვენ მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას. ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებოდით და ვემორჩილებით სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაწყვეტილებას!
ვინც იზიარებს ამ განცხადებას და თავს გრძნობს შეურაცყოფილად, ყველა ვიკრიბებით დედა ეკლესიის დასაცავად, რათა გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი.
21 იანვარს, შაბათს, 13:00 საათზე, ქალაქის ცენტრში
(ყოფილი გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)"

მეუფე სერაფიმე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას ბოლო 21 წლის განმავლობაში მართავდა, ამ წლების განმავლობაში, მეუფემ ბორჯომელი მრევლის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.




Print