ახალი ამბები
წინასაარჩევნოდ გამოკითხულთა 73% ინფორმაცია ტელევიზიებიდან მიიღო
რა იყო პარტიების და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო? გამოკითხულთა 73%-მა უპასუხა, რომ წინასაარჩევნოდ ინფორმაცია ტელევიზიების საშუალებით მიიღო.


6%-სთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს ინტერნეტი წარმოადგენდა, გაზეთების საშუალებით მიიღო ინფორმაცია გამოკითხულთა 1%-მა.


NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
Print