ახალი ამბები
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებით.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა  ძირითადად   ამ ოთხი მიმართულებით იძლევა შედეგების შეფასების შესაძლებლობას.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია. კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას და ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობას და პენსიებსაც ასახელებს.

გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების მხრივ  საერთოდ არ იცვლება. 32% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 27% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

როგორი გავლენა ექნებოდა საქართველოზე პარლამენტის წევრი ქალების რაოდენობის გაზრდას? ამ კითხვაზე 56% დადებითად პასუხობს, 8% - უარყოფითად.


NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC საქართველო. 


Print