საზოგადოება
გამოკითხულთა 56% დადებითად აფასებს ქალების რაოდენობის გაზრდას პარლამენტში
როგორი გავლენა ექნებოდა საქართველოზე პარლამენტის წევრი ქალების რაოდენობის გაზრდას? ამ კითხვაზე 56% დადებითად პასუხობს, 8% - უარყოფითად.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC საქართველო.
Print