ახალი ამბები
ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თუ არა თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს - NDI-ს კვლევა
დედაქალაქში გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 52% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
ახალციხეში 58% თვლის, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 36% კი ამ ცვლილებებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. განსხვავებულად ფიქრობენ გამოკითხულები ქუთაისში 61%  მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, 44% კი ამ ცვლილებებს დადებითად აფასებს. ბათუმში 5% ცვლილებებს უარყოფითად აფასებს, 41% დადებითად.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC საქართველო.
Print