ახალი ამბები
როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო NDI-ს კვლევა
გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 32% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 27% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC საქართველო.
Print