საზოგადოება
NDI და CRRC-საქართველო საზოგადოებრივი აზრის კვლევას ხვალ წარადგენს
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული მიგნებები.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და – CRRC საქართველო მედიას ხვალ, 16 იანვარს, 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო "რუმს ჰოტელში" გაიმართება.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC საქართველო.
Print