საზოგადოება
როგორ უნდა მოიქცეთ თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს - საიას რჩევები
მე-3 დღეა მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ, სხვადასხვა ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებიან. ზარები თავდაპირველად სხვა ქვეყნის ნომრებიდან შემოდიოდა, მოგვიანებით – უკვე ქართული ნომრებიდანაც.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში აზიარებს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ზარი ჩვენს მობილურზეც შემოვიდა. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამუშაო, ან საცხოვრებელი სივრცის ირგვლივ გააკრეს პროპაგანდისტული პლაკატები.


“ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენს შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს ფაქტები არ უნდა დარჩეს დოკუმენტირების გარეშე.


თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ:



1. მიმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს.

მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ვალდებულია შეისწავლოს, სახელმწიფო ბაზებზე წვდომა ვის ჰქონდა და საიდან გამჟღავნდა თქვენი პერსონალური მონაცემები;

2. მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს/პროკურატურას.

მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. ტელეფონზე განუწყვეტელი რეკვა, დევნა, მათ შორის, თუ მას თან ახლავს მუქარა, დანაშაულია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა/პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს ქმედებები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები. ამ ნაწილში არის რისკი, რომ თქვენს ტელეფონს დროებით საგამოძიებო ორგანო დაიტოვებს, თუმცა, წესით, ეს არ სჭირდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებას.




თუ თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები:


1. დაუკავშირდით თბილისის მერიას.

თბილისის ქუჩებში ასეთი პლაკატების გაკვრა სამართალდარღვევაა, რომლის აღკვეთა, მათ შორის, პლაკატების ჩამოხსნა, თბილისის მერიის ვალდებულებაა. ამ ფაქტების შესახებ დამატებით საგამოძიებო ორგანოსაც შეგიძლიათ აცნობოთ, რადგან დევნის ერთ-ერთი ფორმაა ეს.

მალე მოვამზადებთ შესაბამისი უწყებებისათვის მიმართვებისთვის განცხადების შაბლონებსაც და გაგიზიარებთ” - აღნიშნულია განცხადებაში. 



პერსონალურ მონაცემთა დავის სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.