საზოგადოება
სოციალური პროგრამა კარდიოლოგიური საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ბორჯომში

62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.



ბორჯომის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამის სტაციონარულ მომსახურებაში არის ქვე პუნქტი, რომელიც გულისხმობს სრულ დაფინანსებას კარდიოლოგიური საჭიროების მქონე პაციენტების წლის განმავლობაში 2500 ლარის ოდენობით. ეს ითვალისწინებს კალენდარული წლის განმავლობაში ფინანსური დახმარების გაწევას მხოლოდ კარდიოქირურგიული ჩარევის თანაგადახდისას ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას. პროგრამა 2 წელია ბორჯომში მოქმედებს. 2023 წელს ამ პროგრამით 148 მოქალაქემ, ხოლო მიმდინარე წელს 73-მა მოქალაქემ ისარგებლა.

 


Print