ახალი ამბები
"ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი" - მეუფე გერასიმე
"ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს ეკლესია" - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ყინწვისის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავს საკითხებს ზნეობრივი კომისია განიხილავს.

„არსებობს ზნეობრივი კომისია საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება სასულიერო პირების ზნეობრივ თემას, განიხილავს და შემდგომში უკვე თუ გადაწყვეტს, რომ წარადგინოს სინოდის წინაშე, სინოდის წინაშე უნდა დააყენონ. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს ეკლესია“- აღნიშნა მეუფემ.

ამავე საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ. კითხვაზე: უნდა განიხილოს თუ არა აღნიშნული საკითხი ზნეობრივმა კომისიამ, მეუფე შიო ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამას ვერ იტყვის.

ვერ გეტყვით, ჯერ იქ როგორ დასრულდება ეს საკითხი. მერე მოგახსენებთ“- განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.