შინაგან
საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,
ხოლო მისი მეგობარი - 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის
შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში,
წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით
სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ.
შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის
2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე
მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის
შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და
376-ე მუხლით მიმდინარეობს.