შსს-მ სამცხე-ჯავახეთში 2 თვის განმავლობაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინა
პოლიციამ ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში გამოვლენილი
უკანონო სახერხი საამქროები, ასევე, ავტომანქანები დალუქა.
სამართალდამცველებმა, ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალქალაქის,
ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან
უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები
ამოიღეს.
ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).