სამართალი
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მანქანა დაზიანდა
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მანქანაც. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის გამო ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
Print