სამართალი
ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ. 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
Print