ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
15:24 / 09.10.2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო
დოკუმენტის დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და
ბრალდებულის სახით, სამი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა,
დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, რომლის
თანახმად, მან ერთ - ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების
საკონსულტაციო მომსახურება გაუწია. ხოლო მეორე შემთხვევაში,
ბრალდებულმა პირებმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს
ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, შესაბამისი სასაქონლო
ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ
მიწოდებაზე.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 -
ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.