სამართალი
უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და სახერხი დანადგარები ბაკურიანში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაკურიანის სატყეო უბანში, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და 2 უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სატყეო უბანში, უკანონოდ მოპოვებული 52 მ3 წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი და 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი აღმოაჩინეს. ამავე ტერიტორიაზე, განთავსებული იყო 2 უკანონო სახერხი დანადგარი ლიანდაგითა და გენერატორით. აღნიშნული დანადგარები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქული და გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.
Print