საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის
აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი ქალაქ თბილისში, უაქციზო
ალკოჰოლური სასმელების - კონიაკი Hennessey X.O-სა და არაყი Beluga-ს
რეალიზაციას ახორციელებდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური
სასმელი, რომლის საერთო ღირებულება 8 736 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.