საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ
მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის
ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო
გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს
მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო
საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად
გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).