ნინოწმინდასა და ყაზბეგში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
7 - 8 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა” და
„ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა,
ჯამში 317.39 გრამი ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კერძოდ, 7 აგვისტოს, სგპ ნინოწმინდაში 232.13 გრამი არადეკლარირებული
საქონელი სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, მ.ს-ს ბარგის
დათვალიერებისას გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14,070.40
ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10
ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს სანქციის სახით, ფულადი
ჯარიმა, 14,070.40 ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო 8 აგვისტოს,
არადეკლარირებული საქონელი, 85.26 გრამი ოქროს ნივთები, სგპ ყაზბეგში,
რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, შ.ტ-ს ხელბარგში აღმოაჩინეს. საქონლის
საბაჟო ღირებულებამ 4063.34 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მოქალაქეს,
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის
თანახმად, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4063.34 ლარის
ოდენობით.