საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
10:53 / 21.06.2017
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო
საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N3 სამმართველოს
(წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ
მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს
დაბადებული ამირ ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი
პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს
მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო
საზღვარი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.