შსს-მ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის "ა"
ქვეპუნქტით).
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის
პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით,
ფონიჭალაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული
საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს
პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 19 შეკვრად დაფასოებული
11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო.