დღეს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება
დღეს, საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება.
11:00 საათიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის
მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიებები.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,
სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები და
დელეგაციები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები
ესწრებიან.