შსს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
უწყება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით,
საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით,
რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პარალელურად,
მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი
დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური
ინფორმაცია" - ნათქვამია განცხადებაში.