საგადასახადო სამართალდარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა
22 - 28 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ,
ქვეყნის მასშტაბით, საგადასახადო სამართალდარღვევის 735 ფაქტი
გამოვლინდა.
კერძოდ, ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7,822
გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო
სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე
ტრანსპორტირების 99 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის
გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით
განხორციელების 122 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით
ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 514
ფაქტი.