სამართალი
482,3 კარატიანი ზურმუხტის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა - 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი ძვირფასი ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
Print