ახალი ამბები
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
სამართალდამცველებმა, ქ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 36 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 19 აბი "მეტადონი".
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ქ.მ. და 1974 წელს დაბადებული კ.ნ. თბილისში დააკავეს.გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით).
Print