თბილისის ინტერპოლმა ბრიუსელის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
10:22 / 31.03.2017
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“
თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად,
ირანიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 2015
წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ირანის მოქალაქე, 1967 წელს
დაბადებული მ.ი. დააკავეს.
დაკავებულს ბრალი ედება ბელგიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის
კოდექსის 77-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც
ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო
ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო
პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების
დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.
„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის
მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის
აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე,
როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების
შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის
საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს
საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი)
გამოვლინდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.