შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა,
წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სერბი ტურისტი, 46 წლის
მამაკაცი გადაარჩინეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ ,,112" -ში შევიდა
შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ
ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით,
კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე
გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი
თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში
გადმოიყვანეს.