ახალი ამბები
ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის გათავისუფლების უფლება სასამართლოსაც ექნება
შესაბამისი ცვლილება "პატიმრობის კოდექსში" ხორციელდება, რომლითაც პარლამენტს მთავრობამ მიმართა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა. მოქმედი კანონის თანახმად, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ასევე, აღნიშნული კომისია უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას მისჯილი არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ აღნიშნული მექანიზმი გაუმართავია და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას.

"კანონში არ არის გაწერილი, რომ კომისია გადაწყვეტილებას იღებს არა მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ სასჯელის მოხდის გაგრძელების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. ამასთან, აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად მსჯავრდებულისგან მომდინარე სხვა საფრთხეების შეფასებაც, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი საკითხის მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტში. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და მან განმეორებით ჩაიდინა დანაშაული. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, კვლავ დადგა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხი, ვინაიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა - როგორც ძირითადი კრიტერიუმი, ისევ იყო სახეზე", - განმარტავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი.

გარდა ამისა, საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას, მას შეეძლება სასჯელის შემდგომი მოხდისგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, როდესაც სახეზეა დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება ვერ ხერხდება. ამასთან, ექიმთა კონსილიუმის მიერ, კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალობის პროგნოზი მაღალია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.