ახალი ამბები
ბორჯომში 12 უკანონო სახერხი აღმოაჩინეს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამართალდარღვევის 15 ფაქტი - არარეგისტრირებული სახერხი საამქროები, დიდი რაოდენობით უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, სოფლებში მზეთამზე, საკირე, ყვიბისი და ჭობისხევი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დალუქეს 12 არარეგისტრირებული, ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი საამქრო, სადაც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-მასალა.

გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ადგილზე შედგა შესაბამისი აქტები. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი მოკვლევა სხვა სახის სამართალდარღვევათა გამოსავლენად.
ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
Print