განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:23 / 10.02.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული
ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის
ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2017
წლის 09 თებერვალს, საბაჟო - გამშვები პუნქტი, ,,სარფის“ გავლით,
გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის
ქვეშ მყოფ ,,IVECO’’ - ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან
მალულად, საქართველოში გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღები. საგამოძიებო
სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ
შემოტანილი ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღი ამოღებულია
ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო
ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო
პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების
დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი.
„მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის
მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო
გამშვებ პუნქტებში - „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „თბილისის
აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის
მოქალაქეების, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე,
როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების
შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის
საიუველირო ნაკეთობები, ოქროს მონეტა და 2 ცალი ოქროს ზოდი (ოქროს
საერთო წონა: 187,46 გრამი და ვერცხლის საერთო წონა: 2950 გრამი)
გამოვლინდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.