სამართალი
შველზე ნადირობის კიდევ ერთი ფაქტი - გამოვლენილია ბრაკონიერთა ჯგუფი
ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგლის მიმდებარედ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ამჯერად, იდენტიფიცირებულია მონადირეთა 6 კაციანი ჯგუფი, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ.
ბრაკონიერები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობამ 5000 ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება.


Print