სამართალი
ნინოწმინდაში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
2-4 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "ნინოწმინდა", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 4,800 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით თითოეულს, შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათას ათასი ლარის ოდენობით.
Print